საქართველო-რუსეთი

"აშშ საქართველოსა და მოლდოვას რუსეთთან დაპირისპირების კერებს ქმნის" – გრუშკო

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, აშშ ქმნის კერებს, რათა მოლდოვა და საქართველო რუსეთის ფედერაციას დაუპირისპირდნენ.

"რა თქმა უნდა, გვაშფოთებს ყველაფერი, გვაშფოთებს სიტუაცია საქართველოშიც და სიტუაცია მოლდოვაშიც, რადგან ეს ქვეყნები, რომლებიც შორს მდებარეობენ ამერიკისგან, რომელიც მათთვის კარნახს ცდილობს, რა ქნან და რა არა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ს საკუთარ სატელიტებთან ერთად საქმე იქამდე მიჰყავს, რომ შექმნას ახალი და ახალი დაძაბულობის კერები ჩვენს საზღვრებთან და ცდილობენ მოაწყონ ამ ზონებში გეოპოლიტიკური შეჯიბრი, რაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებისთვის, გეოგრაფიული მიზეზებითაც კი, მნიშვნელოვანია". – თქვა გრუშკომ.

გასულ დღეებში რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია აქტიურად ალაპარაკდა, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩართვას, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. "მეორე ფრონტის" ნარატივს იყენებს საქართველოს მმართველი პარტიაც, ქართული ოცნება.

კომენტარები