ევროკავშირი-საქართველო

კრამონი: შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება წყლის ჭავლით დათრგუნო

ძვირფასო კოლეგებო, ვნახეთ, რომ ყველამ მოიხსნა საკუთარი ნიღაბი. საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას. საბედნიეროდ, ქართველ ხალხი მათ არ უსმენს. უკან ავტოკრატიისკენ გზა არ არსებობს.

ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის და ხალხი, მთავრობის განსხვავებით, აპროტესტებდა ამ საშინელი კანონის მიღებას, რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და, რაც მთავარია - მოსკოვში.

ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ქუჩებში აჟღერებდნენ ქართველების 80%-ზე მეტის სურვილს. შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით. ევროკავშირის დროშების დაწვით ვერ ამოშლი ევროკავშირს ქართველთა გულებიდან.

ძალადობა არის ფუჭი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. საქართველოს კანონმდებლობა არის წმინდა - მისი მიხედვით, საქართველოს სურს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა და ადამიანები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო იქცეს ევროკავშირის ნაწილად.

თუმცა, როგორც ნახეთ, მთავრობამ დააყენა ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას.

ამბობს ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები