პუტინისტების აქცია

"კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები" – ევროპელი სოციალისტები EU-ს დროშის დაწვაზე

პოლიტიკური პარტია ევროპელი სოციალისტები 14 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი ორკ-ქოცების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას გამოეხმაურნენ. პარტიის განმარტებით, მსგავსი ქმედებები - დროშის დაწვასთან ერთად, ნახსენებია მოლოტოვის კოქტეილების სამართალდამაცების წინააღმდეგ გამოყენება, "საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს". 

"ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება არ შეესაბამება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გეგმას.

მსგავსი ფაქტები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე, რადგან, საბოლოო ჯამში, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორიცაა დროშების დაწვა, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების დარბევა თუ ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მისამართით, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ, ევროპელი სოციალისტები ვგმობთ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს". - წერია პარტიის განცხადებაში. 

პარლამენტის წინ შეკრებილმა პუტინისტმა ორკებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მათ დროშის ჩამოხსნითვის ხელი არ შეუშლიათ

ორკების აქცია ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ორგანიზებით მიმდინარეობდა. ისინი პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ - ისმოდა ანტიდასავლური შეძახილები. 

კომენტარები