დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

სუნაკი: ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, მისი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა. ამის შესახებ მან აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და ავსტრალიის პრემიერმინისტრთან, ენტონი ალბანესთან AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

AUKUS-ი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტია, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.

"ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს გამძლეობას. – თქვა რიში სუნაკმა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევები "რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრით, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევით" კიდევ უფრო გაიზარდა.

კომენტარები