ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როდესაც უკრაინას ყველა ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია. ჩვენ ეს შეგვეძლება იმ შემთხვევაში, თუ შევინარჩუნებთ ერთიანობას, გავუფრთხილდებით ერთმანეთსა და ჩვენს ქვეყანას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინასა და უკრაინელებზე! მადლობა მათ, ვინც ზრუნავს ჩვენს ერთანობასა და მსოფლიო ერთიანობაზე უკრაინისთვის! მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის!
მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე უკრაინისთვის გაწირა! მათი, ვინც გვახსენდება, როდესაც ვამბობთ "დიდება უკრაინას".
დღეს მე უკრაინის გმირის წოდება მივანიჭე ჯარისკაც ოლექსანდრ მაციევსკის. კაცს, რომელსაც ყველა უკრაინელი იცნობს. ადამიანს, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრება ყველას მისი სიმამაცის, უკრაინის მიმართ ნდობისა და [სიკვდილის წინ წარმოთქმული] "დიდება უკრაინას" გამო".
დიდება მას! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!





