საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: სჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს

ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილი] მთელ მსოფლიოში ლობისტური კომპანიები დაიქირავა. მხოლოდ აშშ-ში, ოფიციალურად მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც რეგისტრირებულია ისევ ამ კანონის მეშვეობით, FARA-ს კანონით, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო. აი, ამ კანონის მოქმედების შედეგად, ჩვენ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით ლობისტები დაიქირავა და მათ საქმიანობაში მილიონი დოლარი გადაიხადა. მათ შორის, ევროპაშიც. ევროპარლამენტზე მაქვს საუბარი, თქვენ მათ რეზოლუციაზეც მკითხეთ. სჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს. კორუფციის სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? ამ არეულობის დროს, როცა სპეცრაზმს, პოლიციასა და აგრესიულ ბრბოს შორის დაპირისპირება გახურებული იყო, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ აქ რეჟიმის შეცვლა და დამხობა იყო საჭირო. ეს არის ანტიდემოკრატიული. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები