ქართული ოცნება

პრემიერი: სტატუსის მიღების შემდეგ ოპოზიციას ყველა ბრალდება ხელიდან ეცლება, რა უნდა თქვან?

თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ, პრაქტიკულად, მათ ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ, რა უნდა თქვან, ხომ? მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში.  

ამიტომ, ყველაფერს შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, ტურიზმი, არ იყოს 10%-იანი ზრდა, არამედ -10% იანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხომ ხალხზე აისახება? ამიტომ, ჩვენს ხალხს მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა - მათ თითოეულ ამ ქმედებას კარგი ანალიზი გავუკეთოთ. 

ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები