რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინმა რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა

kremlin.ru

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 11 მარტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცენტრალიზებული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე დაკარგა.

"ზახაროვამ აღნიშნა, რომ დაუზუსტებელ "ელიტებს" შორის ბრძოლის გამო, კრემლს არ შეუძლია გაიმეოროს სტალინური მიდგომა საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს თანამედროვე ეკვივალენტის შექმნის შესახებ, რომელიც ცენტრალიზებულად აკონტროლებს რუსეთის შიდა საინფორმაციო სივრცეს". - აღნიშნულია ანგარიშში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზახაროვას ეს მტკიცება ადასტურებს, რომ კრემლში შიდა დაპირისპირება პუტინთან დაახლოებულ პირებს შორის არსებობს. ამასთან,  პუტინმა დროთა განმავლობაში დიდწილად დაუთმო რუსული საინფორმაციო სივრცე სხვადასხვა კვაზი-დამოუკიდებელ აქტორებს. გარდა ამისა, ISW-ს დოკუმენტის თანახმად, პუტინი ვერ ახერხებს გადამწყვეტი ზომების მიღებას რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად. 

ამასთანავე, ანალიტიკოსების განმარტებით, რუსულ ძალებს 11 მარტს ბახმუტში რაიმე დადასტურებული წინსვლა არ ჰქონიათ.

კომენტარები