კრიმინალი

ბათუმში ღამის კლუბთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, 11 მარტს, გვიან ღამით 30 წლამდე კაცს შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის კლინიკაში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. საქმეზე გამოძიება ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები