რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – დაღუპულია 3 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაღუპულია 3 ადამიანი.  

ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.  

"ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის ადგილას, ნიკოლაევის ქუჩაზე 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. სამაშველო სამსახური მუშაობას აგრძელებს". - დაწერა მან. 

დღეს, 11 მარტს, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს ოკუპანტები ქალაქსა და რეგიონს 71-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქი ხერსონი 4-ჯერ დაიბომბა. 

კომენტარები