რუსული კანონი

რუსული კანონის II მოსმენით მიღების მომხრე მხოლოდ ერთი დეპუტატი, დიტო სამხარაძე იყო

პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდება.

როგორც კენჭისყრის ოქმიდან ჩანს, დეპუტატი, რომელმაც კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, ქართული ოცნების წევრი დიმიტრი სამხარაძეა.

კომენტარები