ნადიმ ხმალაძე

მაქარაშვილი: ნადიმ ხმალაძე დააკავეს, სახლში მიდიოდა და გააქრეს

ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც საქართველოში გუშინ, 7 მარტს დაბრუნდა და პარლამენტთან რუსულ კანონსაც აპროტესტებდა, დააკავეს. 

ინფორმაციას გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. 

"ერთი საათით ადრე დამირეკა, მთელი დღეა დამყვებიანო. სახლში მიდიოდა. სხვა არაფერი ვიცი, გააქრეს"- ამბობს მაქარაშვილი ტაბულასთან. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები