საქართველოს მომავალი ევროპაშია – ცნობილი ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ

Befunky

რუსული კანონის მიღებასა და საპროტესტო აქციებს არაერთი მოქმედი და ყოფილი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა.

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ"... – წერს შოთა არველაძე, ყოფილმა ფეხბურთელმა რუსული კანონის შესახებ აზრი მიღებამდე ერთი დღით ადრე დააფიქსირა.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია". – წერს საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც". – წერს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

"საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაში". – წერს მკლავჭიდელი, "ქართველი ჰალკი" ლევან საგინაშვილი.

"სადაც საქართველოა იქ ვარ მეც". – წერს MMA-ს მებრძოლი გიგა ჭიკაძე.

"საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს". – ამბობს ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.

"საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია. სიჩუმე, იგნორი და ნეიტრალური პოზიცია ამ მომენტში ღალატის ტოლფასია. არ დავთმოთ". – წერს წყალბურთელი სანდრო ადეიშვილი.

"ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ ,პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია"! – წერს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები.

"არა რუსულ კანონს" – წერს Instagram-ზე ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი.

"საქართველო ევროპაა". – წერს ორგზის ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.

"საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა". – წერს ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

"ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე, ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი. დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა, როგორც არასდროს მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი, დიდება საქართვრლოს, დიდება გმირებს.

მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე ?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი ?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი "! – წერს ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძის მწრთვნელი, ძალოსანი გიორგი ასანიძე. 

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას". – წერს ყოფილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია". – წერს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი. 

7 მარტს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო.

 

ათასობით ადამიანი პარლამენტთან გამოვიდა და რუსული კანონის მიღება გააპროტესტა. 8 მარტის ღამეს შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და ჭავლის გამოყენებით დაშალა.

კომენტარები