ვერჰოფშტადტი: 2014 წლის უკრაინის შემდეგ, საქართველოც აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლისთვის

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ევროპის განახლების ჯგუფის წევრი, ხი ვერჰოფშტადტი, საკუთარ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციას ეხმაურება. 

ევროპარლამენტარი პარალელს ავლებს 2014 წელს, უკრაინაში მიმდინარე მაიდანის აქციებთან.

"2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველო აკეთებს არჩევანს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის". – წერს ვერჰოფშტადტი. 

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. 

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ სამართალდამცველები დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნაწილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები