აქუბარდია იოსელიანის არჩევაზე: აუცილებელია კომპრომისი

ყველამ იცით, რომ კომპრომისია აუცილებელი სახალხო დამცველის ასარჩევად, დიახ, მე მირჩევნია მყავდეს არჩეული სახალხო დამცველი და არა მოვალეობის შემსრულებელი და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კომპრომისს ვერ მივაღწევთ, ეს ესე იქნება.

ყველაზე კრიტიკულ დღეს, როცა მთელი ეს პროცესები მიდის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე ხდება, თავი რომ დავანებოთ ევროპულ რეკომენდაციას, მიუხედავად თქვენი სურვილისა, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წახვიდეთ, მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, და მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმ არჩევანზე, რასაც ვაკეთებ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, გარდა იმ მოსაზრებებისა და კითხვებისა, რომელზეც ლევანმა პასუხი გასცა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ავირჩიოთ და არა დავნიშნოთ სახალხო დამცველი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს არჩეული სახალხო დამცველი.

დეპუტატი თეონა აქუბარდია ლევან იოსელიანის არჩევაზე.

კომენტარები