კორძაია იოსელიანის მხარდაჭერაზე: დადასტურდა, რომ თემატურად ყველასთან საუბარი შეგვიძლია

ვიცი, რომ ბევრი შეკითხვა არსებობს, განსაკუთრებით ჩვენ სამ ადამიანზე, რატომ ვუჭერთ ლევან იოსელიანს მხარს.

პირველი, შემოდგომას ქართულ ოცნებას ექნება შესაძლებლობა, საერთოდ ოპოზიციის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება და არ მინდა, რომ ეს მოხდეს.

მეორე, აბსოლუტურად ვიზიარებ, ხათუნა სამნიძემ რაც თქვა, რომ პოლიტიკური კომპრომისი უნდა გავწიოთ.

გამოვხატავ რა წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ხდება ეს კენჭისყრა, ამ არეულ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ცალკე, ერთის მხრივ, ომი გვაქვს გამოცხადებული ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ვიხილავთ და გვპირდებით, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნით და, მეორეს მხრივ, ლევან იოსელიანის კენჭისყრა ხდება. თუმცა, ჩვენი პოზიცია ადასტურებს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია თემატურად ყველასთან საუბარი, და ჩემი მხარდაჭერა ზუსტად იმაში ვლინდება, რომ ლევან იოსელიანმა ჩემს ყველა კრიტიკულ შეკითხვას გასცა პასუხი.

რესპუბლიკელი თამარ კორძაია ლევან იოსელიანის სახალხო დაცველად არჩევის წინ.

კომენტარები