რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი – მანფრედ ვებერი

მანფრედ ვებერი

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი თვლის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ერთ-ერთი პირობაა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში. თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.  

"თუ ფინეთსა და შვედეთს NATO-ში ვიწვევთ, მაშინ ფუნდამენტურად ნათელია, რომ უკრაინას ზუსტად იმავე უფლება აქვს! ფინეთს აქვს დაახლოებით 1 400 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან. ასე რომ, ბოდიში, მაგრამ ვერავინ შეძლებს თქვას ახლა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება რუსეთს უფრო მეტად დააახლოებს NATO-სთან. მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინა უნდა გადაურჩეს ომს, რათა NATO-ში გაწევრიანდეს". – ამბობს ვებერი. 

ვებერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა: "ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა NATO-ს გასაფართოებლად".

ამასთანავე, ვებერმა დასძინა, რომ უკრაინის შესაბამისობა NATO-ს ღირებულებებთან აშკარაა.

კომენტარები