სამნიძე: იოსელიანი კონსენსუსური ფიგურაა, კომპრომისი მოვძებნე და ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ

[ომბუდსმენის არჩევის] წინა პროცესი ჩაიშალა და სამწუხაროდ, ძალიან კვალიფიციური კანდიდატები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, ვერ შევძელით ოპოზიციამ და ვერ დავარწმუნეთ უმრავლესობა, ხმა მიეცათ ამ კანდიდატებისთვის.

ახლა არის სხვა პროცესი და იმის გათვალისწინებით, რა პოლიტიკური კოინტექსტიც არის ქვეყანაში, რამდენად მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რამდენად მნიშვნელოვანია კომპრომისი, აუცილებელია, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, პირველი პროცესი, რომელიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ და ახლა, როცა შესაძლებელია, რომ კონსენსუსი მიღწეულ იქნას, რადგან ჩანს, რომ ლევან იოსელიანი არის კონსენსუსური ფიგურა და კომპრომისია მოსაძებნი, მე პირადად ეს კომპრომისი მოვძებნე და ამიტომ, გავაცხადე კიდეც წინასწარ, რომ მხარს ვუჭერ.

რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე ლევან იოსელიანის სახალხო დაცველად არჩევის წინ.

კომენტარები