თურქეთი

თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა

ქემალ კილიჩდაროღლუ
Reuters

თურქეთში ოპოზიციურმა მხარემ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა. 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე იგი თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუპირისპირდება. 

74 წლის ქილიჩდაროღლუ თურქეთში სიდიდით მეორე, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერია. მის კანდიდატურას ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.

"ჩვენი ერთადერთი მიზანია ქვეყანას კეთილდღეობა, მშვიდობა და ხალისი დავუბრუნოთ". - უთხრა ქილიჩდაროღლუმ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარემ ანკარაში შეკრებილ 2000-მდე ადამიანს.

კომენტარები