რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ბახმუტში ვაგნერის მიზანი უკრაინული ძალების გამოფიტვაა, რამაც გარკვეულწილად იმუშავა

უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
Getty Images

The Wall Street Journal-ის მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის მიზანი იყო არა იმდენად ბახმუტის ხელში ჩაგდება, რამდენადაც უკრაინელი სამხედროების გამოფიტვა. მედიის განმარტებით, გარკვეულწილად, ამ გეგმამ იმუშავა, რადგან ქალაქისთვის ბრძოლის რვა თვის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა საგაზაფხულო შეტევისთვის საჭირო ჯარის ნაწილი.

WSJ-ის თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერმა მოახერხა გარკვეული შედეგების მიღწევა ბახმუტის ბრძოლის დროს.

"რამდენიმე ასეული იარდის მოსაპოვებლად, დემოკრატიულ ქვეყანაში არცერთ სამხედროს არ შეუძლია ჯარისკაცების თითქმის გარდაუვალი სიკვდილისკენ ტალღების მიყოლებით გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეგულარული ჯარი ცნობილია დიდი დანაკარგებისადმი მიმღებლობით, სამხედროების სუიციდურ მისიებზე გაგზავნას თავს არიდებენ. თუმცა, ვაგნერს სწორედ ამ მიდგომამ მისცა ბახმუტის თითქმის დაკავების შესაძლებლობა, იმ ფასად, რომელიც უკრაინელი და დასავლელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ათასობით დაღუპულია". - წერს WSJ.

WSJ-ს შეფასებით, ბახმუტში უკრაინის ასეთი დანაკარგები საფრთხეს უქმნის კიევს, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრიერიში წამოიწყოს.

კომენტარები