რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინაში ომის დასრულების პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

ოლაფ შოლცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით უკრაინაში ომის დასრულების პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება

"ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში შეჭრითა და იმპერიალისტური განზრახვებით წარმატებას ვერ მიაღწევს. მან ჯარები უნდა გაიყვანოს - ეს იქნება მოლაპარაკებების საფუძველი". - თქვა შოლცმა. 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომი ჩიხში შევიდა, რომელიც უკრაინას უზარმაზარ ზიანს აყენებს, თუმცა, მისი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები მათთვის არასასიამოვნო კომპრომისებზე უნდა წავიდნენ. 

"უკრაინელების გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. პუტინმა უკრაინელების სიძლიერე, ისევე, როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთობა, არასწორად შეაფასა.

ძალიან რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, მაგრამ ის, რაც აბსოლუტურად ნათელია გახლავთ შემდეგი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ფინანსური, ჰუმანიტარული თუ სამხედრო გზით". - ამბობს შოლცი. 

კომენტარები