ტრევის სკოტი

თავდასხმაში ბრალდებულ რეპერ ტრევის სკოტს პოლიცია ეძებს

People

ნიუ-იორკის პოლიცია რეპერ ტრევის სკოტს ეძებს. ჰიპ-ჰოპ არტისტი თავდასხმაშია ბრალდებული.

შემთხვევა 28 თებერვალს მოხდა, სკოტი მანჰეტენში მდებარე კლუბ Nebula-ში მივიდა. 

კლუბში მყოფი ადამიანების თქმით რეპერმა აგრესიულად ყვირილი დაუწყო ხმის რეჟისორს, რომელმაც მუსიკას დაუწია. ორმხრივი შელაპარაკების შემდეგ სკოტმა კაცს სახეში მუშტი ჩაარტყა.

გარდა ამისა მომღერალმა დინამიკი და ეკრანი დააზიანა, რეპერმა სულ კლუბში $12 000-ის ღირებულების ნივთები დააზიანა. შემდეგ სკოტმა ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, რომელიც ინციდენტს ტელეფონით იღებდა, ტელეფონი წაართვა და დაუმტვრია.

სკოტი ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დახვდა, ნიუ-იორკის პოლიცია მას ეძებს. 

კომენტარები