დასაქმება ევროპაში

კალაძე: ხალხს სურს წასვლა, რადგან საქმეში, რაშიც აქ 2 000 ლარს უხდიან, ევროპაში €2 000 მიიღებენ

ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამავდროულად, ხშირად ბიზნესსექტორი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივიღეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ სად სჭირდებათ პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაც ამის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით დავეხმაროთ, გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო სერტიფიკატები გადავცეთ და დასაქმებაში დავეხმაროთ. დაახლოებით 70 პროცენტია მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, ეს მაჩვენებელი გავზარდოთ...

ძალიან დიდია ქვეყნიდან გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი წავიდეს ევროპაში, ნახოს უფრო მაღალანაზღაურებადი ხელფასი, თავისივე საქმიანობაში. ადამიანებს სურთ წასვლა, რადგან იმ საქმეში, რაშიც საქართველოში 2 000 ლარს უხდიან, ევროპაში 2 000 ევროს და მეტს გადაუხდიან, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს და ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, ამაში ცუდი არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, იგივე თუნდაც ეს ვიზალიბერალიზაცია, იმიტომ მივისწრაფით ევროპისკენ. ევროინტეგრაცია რატომ არის მნიშვნელოვანი ხო?! ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლეად გადაადგილების და მიმოსვლის შესაძლებლობა. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

კომენტარები