ჩინეთის პრეზიდენტისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლუკაშენკო ჩინეთის სამშვიდობო გეგმას "სრულად უჭერს მხარს".
1 მარტს ჩინეთმა და ბელარუსმა “ღრმა შეშფოთება გამოთქვეს” კონფლიქტის გამო და "უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებასთან დაკავშირებით".
ბელარუსის ლიდერმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეაქო. 12-პუნქტიანი დოკუმენტი "ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის" პატივისცემას მოუწოდებს. ის კონკრეტულად არ ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარი უნდა გაიყვანოს და "ცალმხრივი სანქციების" გამოყენებას გმობს, რაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეების ფარული კრიტიკაა.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ის სრულად უჭერს მხარს საერთაშორისო უსაფრთხოების ინიციატივას, რომელიც ჩინეთმა წამოაყენა.