28 თებერვალს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთში ჩავიდა. ლუკაშენკო პეკინში 2 მარტამდე დარჩება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან.
ბელარუსის მედიის, Belta-ს ინფორმაციით, მხარეები ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით არსებულ გამოწვევებსაც განიხილავენ.
"ლიდერები მიღწეულ შედეგებს შეაფასებენ და დასახავენ გეგმებს, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს". - წერს ბელარუსული მედია.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლობა, CCTV ბელარუსის პრეზიდენტის პეკინში ვიზიტის კადრებს ავრცელებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ლუკაშენკომ ტიანანმენის მოედანზე გმირთა მემორიალი მოინახულა.