თამაზ ყურაშვილი

75 წლის ასაკში დიელოს ყოფილი წევრი, მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს. 

"კიდევ ერთი დიდი ისტორიის ქართველი მუსიკოსი წავიდა ამ ქვეყნიდან და დატოვა უზარმაზარი სახელი, ღვაწლი, ამაგი…

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ძვირფას თათუზას, ჯაზისა და კონტრაბასის ქართველ ღმერთკაცს!".- წერს რაჭველი FACEBOOK-ზე. 

1968-1969 წწ. იყო ფილარმონიის ანსამბლ დიელოს, 1970 წელს ანსამბლ ჩანგის, 1968-1982 წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – სუფთა დაფა(1982), მხატვრული ფილმის ისინი“(1993), თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის ათვინიერებენ მიმინოს 1985) და სხვ.

კომენტარები