ტაილანდი

ნარკომოვაჭრე, რომელმაც იდენტობის გასაყალბებლად პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, დაკავებულია

THAILAND NATIONAL POLICE

ტაილანდის პოლიციამ დააკავა ძებნილი ნარკომოვაჭრე, რომელმაც სახის პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, რათა იდენტობა გაეყალბებინა და კორეელ მამაკაცს დამსგავსებოდა. 

25 წლის საჰარათ სავანგჯენგი, რომელმაც გარეგნობასთან ერთად სახელიც შეიცვალა, სონგ ჯიმინის იდენტობით სარგებლობდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების დროს "მისი პირვანდელი სახისგან აღარაფერი იყო შემორჩენილი". 

ტაილანდის პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავება ექსტაზის კვალზე  მიყოლით მოახერხა. 

პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბრალდებულის დაკავების კადრებია ასახული, ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ მას სამხრეთ კორეაში სურს საცხოვრებლად გადასვლა. მისი თქმით, "ახალი ცხოვრების დაწყება უნდა, რადგან ტაილანდი მოჰბეზრდა". 

დაკავებულს ბრალად ედება ნარკოტიკების უკანონო იმპორტი. პოლიციის ინფორმაციით, გასულ კვირას მან აღიარა კრიპტოვალუტის საშუალებით ნიდერლანდებიდან ნარკოტიკების არალეგალურად შესყიდვა. 

The Straits Times-ის ინფორმაციით, ტაილანდის პოლიცია დაკავებულს ბანგკოკის MDMA-ის ეპიდემიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს. 

კომენტარები