გერმანია

პისტორიუსი: მარაგის შესავსებად ჰაუბიცებს დაგეგმილზე ადრე შევიძენთ

ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინაში გასულ წელს გაგზავნილი ჰაუბიცების ჩასანაცვლებლად, გერმანია ახალ ჰაუბიცებს დაგეგმილზე ადრე შეიძენს. 

“თუ მოვლენები კარგად განვითარდება, ჰაუბიცების ახალი კონტრაქტები გაფორმდება მომდევნო თვის ბოლომდე“. - აღნიშნა პისტორიუსმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია შეკვეთილი იარაღებს რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გერმანიამ კიევს გერმანული სამხედრო კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ის მიერ დამზადებული 14 ჰაუბიცა გადასცა.

გერმანული თავდაცვის წყაროების ცნობით, პისტორიუსის წინამორბედი, ქრისტინ ლამბრეხტი, ახალი ჰაუბიცების ბრძანების წარდგენას პარლამენტში დასამტკიცებლად 2023 წლის შუა რიცხვებში გეგმავდა.

პისტორიუსმა ასევე დაადასტურა, რომ ბუნდესვერს უფრო მეტი ფული სჭირდება, ვიდრე ადრე, "რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ დავალების შესრულებას, რომლებიც 30 წლის განმავლობაში არ შესრულებულა".

ამასთანავე, პისტორიუსს სურს მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი და მთავრობისგან ბუნდესვერისთვის დამატებით 10 მილიარდ ევროს ითხოვს.

კომენტარები