რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში მოვიგერიეთ რუსების 80-ზე მეტი შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 26 თებერვალს უკრაინელებმა მიმართულებით რუსეთის 81 შეტევა მოიგერიეს.

"მტერი ცდილობს გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, აგრძელებს დარტყმებს, ახორციელებს საარტილერიო სროლას სამოქალაქო ობიექტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე. მტერი მუდმივად ახორციელებს საჰაერო დაზვერვას მისი დარტყმების რეგულირებისთვის". - წერს უწყება. 

გენშტაბის მიხედვით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 13 საავიაციო თავდასხმა, მათგან 2  Shahed-136-ის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენეს. ორივე დრონი ჩამოგდებულია. 

ამასთანავე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა განახორციელა 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით; მიიტანა იერიში ხერსონისა და დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. 

კომენტარები