რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა განახორციელა

Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი
ირანული მედია

გასული დღის, 26 თებერვლის საღამოს კიევის, ჩერნიგოვისა და პოლტავას ტერიტორიებზე საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გამოიცა.

მოგვიანებით კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ  რუსული საჰაერო სამიზნეები აღმოაჩინა.

ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები Shahed-ის უპილოტო თვითმფრინავებს აყენებენ ჩერნიგოვის ოლქზე თავდასხმისთვის და ამის პასუხად უკრაინის საჰაერო თავდაცვა წარმატებით გააქტიურდა.

"Shahed-ების დრონები შეინიშნება ოლქში. იყავით ფრთხილად. საჰაერო თავდაცვა წარმატებით მუშაობს". - წერს ჩაუსი.

23:35 საათისთვის, საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები იქნა გაცემული ზემოთ ხსენებულ უკრაინის სამ ოლქსა და დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქების ნაწილებში. საჰაერო განგაში, ასევე ამოქმედდა ლუგანსკში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ხარკოვსა და დონეცკში, ჟიტომირსა და დნეპროპეტროვსკში.

საჰაერო განგაში დაახლოებით დილის 5 საათამდე გააგრძელდა. 

კომენტარები