ნავის ჩაძირვა

იტალიის მახლობლად სავსე ნავის ჩაძირვას 40-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა

40-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის ერთი ბავშვი, სამხრეთ იტალიის მახლობლად სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა. 

BBС-ის ინფორმაციით, გემი, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანის გადაყვანას ცდილობდა, კალაბრიის რეგიონში ჩაიძირა. 

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ცდილობს, აფრიკიდან იტალიაში კონფლიქტსა და სიღარიბეს გაექცეს.

"ამჟამად 80 ადამიანი ცოცხლად არის გამოყვანილი, მათ შორის ზოგიერთი, ვინც ჩაძირვის შემდეგ ნაპირამდე მისვლა მოახერხა. ორმოცდასამი ცხედარი ნაპოვნია სანაპირო ზოლის გასწვრივ". - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.

კომენტარები