რუსეთი

პუტინი: დასავლეთი რუსეთის მცირე ნაწილებად დაყოფას ცდილობს, რათა მასზე კონტროლი დაამყაროს

ვლადიმირ პუტინი, 2022 წლის 21 დეკემბერი, თავდაცვის სამინისტროს სხდომა.

"რუსეთის გაყოფის დასავლეთის გეგმები დოკუმენტირებულია და ეს გახდა მისი ერთადერთი მიზანი".- ამბობს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 

მისი თქმით, მოსკოვს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია დასავლური პოლიტიკისთვის, რუსი ხალხის ბედი შესაძლოა სხვანაირად წარმართულიყო. პუტინი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მცდელობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადააკეთოს მსოფლიო, რუსეთს რეაგირებას აიძულებს. 

"დასავლეთს აქვს ერთი მიზანი - დაშალოს ყოფილი სსრკ და მისი ფუნდამენტური ნაწილი, რუსეთის ფედერაცია. შემდეგ მათ შეუძლიათ მიიღონ რუსეთი ე.წ. ცივილიზებული ხალხების ოჯახში. დასავლეთი ცდილობს რუსეთი დაყოს პატარა ნაწილებად, რათა მასზე კონტროლის დამყარება შეძლოს".- თქვა პუტინმა. 

მისივე თქმით, რუსეთი თანახმაა, რომ მსოფლიო უნდა შეიცვალოს, თუმცა არა ისე, "როგორც ეს მხოლოდ ერთ ქვეყანას, აშშ-ს სურს". 

კომენტარები