ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი. როდესაც რეპუტაცია განულებული აქვს პოლიტიკურ ვითომ ლიდერს, მის უკან ხალხი ვერ დადგება. ამიტომ კრიზისი და კიდევ ერთხელ პოლიტიკური კრიზისი არის ოპოზიციაში. ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ მე შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება.
თეა წულუკიანი
წულუკიანი ხაბეიშვილზე: როცა ტაკიმასხარა ხარ, ძნელია, აქციებით ცვლილებას ჩაუყარო საფუძველი
tbl.ge/6a9p
დაკოპირდა
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
ამავე თემაზე
- წულუკიანი ელისაშვილზე: ეს ჩოხის უღირსი, ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი
- კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა შრომითი დავა მოიგო
- წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო
- თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო
- თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს