ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას და ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლება არის, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი, ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის და სხვა, იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს ადამიანი. ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვიან, თავისუფლად ფიქრობენ და ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, ამ საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს.
რუსული ოკუპაცია
ზურაბიშვილი: უნდა ვეომოთ ოკუპაციას, დამონების ფორმებს, ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა
tbl.ge/6a9j
დაკოპირდა

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




