ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 თებერვალს ჩინეთში ჩავა.
"ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მოწვევით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ესტუმრება". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა.