აქცია მთავრობის კანცელარიასთან

ჩერგოლეიშვილი: აქციას ექნება შინაარსი, რომელიც საქართველოს უმრავლესობის აზრს გამოხატავს

დღეს, 20 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, კრემლის გავლენის აგენტურის კანცელარიაა და არაფერი სხვა, გავმართავთ აქციას საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ მივმართავ გუშინ დაზაფრულ ხალხს არანაირი სიტყვით გამოსვლა არ იქნება. აქციას ექნება ძალიან დატვირთული შინაარსი და, ვფიქრობ, ეს შინაარსი საქართველოს უმრავლესობის აზრს გამოხატავს. მობრძანდით, თუ სურვილი გაქვთ. ჩვენი აქციები არასოდეს არ არის გათვლილი ხალხის რაოდენობაზე. ის ყოველთვის არის გათვლილი შთამბეჭდავ შინაარსზე.

თუ მოხვალთ, ვფიქრობ, კარგი აქციისა და აქტის მონაწილე გახდებით. თუ ვერ შეძლებთ ამ ყველაფერს ნახავთ ტელევიზიითა და ონლაინ. მოდით დღეს, 20:00-ზე კანცელარიასთან, სადაც გავაპროტესტებთ კრემლთან კოლაბორაციას. იმ ადგილზე, სადაც დღეს კრემლის გავლენის აგენტები სხედან. სამწუხაროდ, სხვას ვერაფერს ვიტყვით მათზე, რადგან მათი ყველა გზავნილი არის კრემლის გზავნილი.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. "თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - დღეს, 25 თებერვალს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა კრემლთან კოლაბორაციონიზმს გააპროტესტებს.

კომენტარები