რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ერდოღანი პუტინს ესაუბრა

24 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის მხარის ცნობით, საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს და "ერთი წლის თავზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს".

"პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა სამართლიან მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის ამ მხრივ ყველა სახის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თავის მხრივ, კრემლმა გაიხსენა მხოლოდ მარცვლეულის შეთანხმების შესახებ დისკუსია და რუსეთიდან მარაგების გაგზავნასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მოხსნის აუცილებლობა იმ ქვეყნებში, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ”. - წერს თურქეთის კომუნიკაციების სამმართველო. 

პუტინთან საუბრამდე, ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისაუბრა მისი სურვილის შესახებ, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საფუძველზე მშვიდობის დამყარებაში. 

აღსანიშნავია, რომ წინა საუბარი მათ შორის 20 იანვარს შედგა. საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის მზადყოფნას, იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების პროცესში.

კომენტარები