პინკი

პინკმა 11 წლის შვილი ტურნესთვის სამსახურში აიყვანა და თითოეულ შოუში 25$-ს გადაუხდის

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა 11 წლის შვილი, უილოუ 2023 წლის ტურნესთვის სამსახურში აიყვანა და თითოეულ შოუში 25 დოლარს გადაუხდის.

"ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა მინიმალური ხელფასის ოდენობები, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვანაირია". - თქვა მომღერალმა.

პინკმა გადაცემაში ასევე მოჰყვა, რომ შვილთან ხელფასის ოდენობა განიხილა, რადგან უილოუმ საკუთარი ვარიანტი შესთავაზა.

"მე 22.50 დოლარს ვამბობდი, რაც დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რამდენი ხნით გაგრძელდებოდა შოუ. თუმცა, მან მითხრა - "20 დოლარი გადამიხადეთ, ასე დათვლა უფრო მარტივი იქნება". რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების გზა საკუთარ თავზე. ვუთხარი - "შენ 25 დოლარს მიიღებ და დათვლა უფრო მარტივი იქნება". - ამბობს პინკი.

პინკი 2023 წლის ტურნეს 7 ივნისს დიდ ბრიტანეთში დაიწყებს და 19 ნოემბერს ამერიკაში დაასრულებს.

კომენტარები