მიხეილ სააკაშვილი

ალასანია სააკაშვილზე: ჩვეულებრივ, ავანტიურები კარგად მთავრდებოდა, ახლა ყველაფერი რთულადაა

ჩვეულებრივ, ეს ავანტიურები მისთვის[მიხეილ სააკაშვილის] კარგად მთავრდებოდა. სირთულეები გაიარა, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად გამოვიდა, ახლა ძალიან რთულადაა. შედეგი მძიმე დადგა...

მახსოვს, მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა. როდესაც მასთან ხშირად ვიყავი კიევში და როდესაც ვუყურებდი ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ბოლო დღეებში მასთან როცა ჩავედი, მასთან ერთად ვაპირებდი დაბრუნებას. ბილეთებიც კი ავიღეთ ერთად. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა და ერთად ვაპირებდით მის დარწმუნებას, თუმცა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ერთი სიტყვაც არ გვათქმევინა. სადღაც გაუჩინარდა, შემდეგ დილიდან ისევ სადღაც გაუჩინარდა. შემდეგ მისგან მივიღე შეტყობინება, რომ დავრჩენილიყავით ადგილზე ორი დღე და საბოლოოდ ეს ფოტოები გავრცელდა. 

არასტანდარტული იყო ბავშვობიდან, მაგრამ ფრთხილი იყო მუდამ და ყველაფერს წინასწარ საზღვრავდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა ხალხს, რომ იმპულსურია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სინამდვილეში ის სწრაფად ფიქრობდა, ალაგებდა და შემდეგ დგამდა ნაბიჯებს. ასე ხდებოდა და ყველაფერი გამოსდიოდა ყველა ჯერზე. 

ამბობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დმიტრი გორდონთან ინტერვიუში

კომენტარები