რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: უკრაინა დნესტრისპირეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა მოლდოვის ოკუპირებული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება Telegram-ზე ავრცელებს.

"არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განახორციელებენ, მათ შორის, აზოვის ნაციონალისტური ფორმირება". - წერია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინა აპირებს "შეჭრის მიზეზად" გამოიყენოს "რუსეთის ძალების მიერ დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან ინსცენირებული თავდასხმა".

"ინსცენირებული თავდასხმის განსახორციელებლად, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უნიფორმებს მოირგებენ". - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები