სროლა ამერიკაში

ფლორიდაში ჟურნალისტი მკვლელობის გაშუქებისას დანაშაულის ადგილზე მოკლეს

ფლორიდაში რეპორტიორი და ცხრა წლის გოგო რამდენიმე საათით ადრე მომხდარი მკვლელობის ადგილზე სასიკვდილოდ დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, რეპორტიორს და გოგონას იმავე შეიარაღებულმა პირმა ესროლა, რომელიც მანამდე მომხდარ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

Spectrum News 13-ის ორი ჟურნალისტი ქალის მკვლელობას აშუქებდა, როცა ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა.

პრესკონფერენციაზე ორანჯის ოლქის შერიფმა, ჯონ მინამ თქვა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს, ისინი "მათ მანქანაში ან მის მახლობლად" იმყოფებოდნენ, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანიის ოფიციალურ მანქანას არ ჰგავდა.

მისი თქმით, ჟურნალისტები 23 თებერვლის დილას მომხდარ მკვლელობას აშუქებდნენ, როდესაც  ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა.

შერიფის ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, სავარაუდო შეიარაღებული პირი, 19 წლის კიტ მოზესი ახლომდებარე სახლში შევიდა და 9 წლის გოგოს და მის დედას ესროლა. მისი თქმით, დედა საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილი დაკავებისას შეიარაღებული იყო და პოლიციასთან არ თანამშრომლობდა.

კომენტარები