ჯინ შაჰინი

შაჰინი: პუტინს, როგორც ჩანს, სურს საბჭოთა კავშირის ან ორასი წლის წინანდელი რუსეთის აღდგენა

ვთვლი, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრის, 2014-ში რუსეთის უკრაინაში შეჭრის, როცა მათ დაიკავეს ყირიმი და დონბასის ნაწილი, ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ, თუკი ვლადიმირ პუტინის მსგავს დიქტატორს მისცემ ქვეყნის ნაწილის ანექსიისა და ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობას, ყოველგვარი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, მიიღებ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ხელყოფას. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანს, ვინც დემოკრატიაში ცხოვრებას ვესწრაფვით, უნდა გვაშფოთებდეს.

ვერ მივცემთ უფლებას ვლადიმირ პუტინს ან ჩინეთში სის [სი ძინ პინს - რ.თ.], ირანის ან ჩრდილოეთ კორეის მსგავს დიქტატორებს იფიქრონ, რომ შეუძლიათ უბრალოდ მიიღონ გადაწყვეტილება და მოახდინონ სხვა ქვეყნის ნაწილის ანექსია ან დაიპყრონ სხვა ქვეყანა. ეს ნებისმიერი მიზეზით შეიძლება მოხდეს. შეიძლება, უბრალოდ ასე სურდეთ. მაგალითად, პუტინის შემთხვევაში, მას, როგორც ჩანს, სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა ან ორასი წლის წინანდელი რუსეთისა. ასე რომ, ყველას, ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში ვცხოვრობთ, ეს უნდა გვაშფოთებდეს.

ჩვენი მტრები, დანარჩენი ავტოკრატები, რომლებიც ასევე ფიქრობენ, გვაკვირდებიან - რას ვაკეთებთ. აკვირდებიან დასავლეთს, ალიანსს, სხვა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას - შევინარჩუნებთ თუ არა ერთიანობას, ვიქნებით თუ არა მტკიცენი, რეალურად ვაპირებთ თუ არა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომლებიც ძალიან გაბედულები არიან ამ ბრძოლაში. ვიცი, ბევრი ქართველია, ვინც ამ ყველაფერს გულდასმით აკვირდება, ვისაც უკრაინაში ნათესავები ჰყავს...ვინც იბრძვის - ყველანი, ვისაც ძალიან აღელვებს, რა მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ უკრაინელებს ყოველმხრივ, როგორც შეგვიძლია.

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. 

კომენტარები