რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინს უკრაინაში ომის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი

ვლადიმირ პუტინი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას აჩვენა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. 

მან დასავლური ელიტები "ტოტალური არაპრინციპული სიცრუის სიმბოლოდ" დაახასიათა. 

"პუტინმა განაგრძო სამხედრო რიტორიკა, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავის გამოსვლებში იყენებდა. პუტინი საკამათო "ეგზისტენციალური ბრძოლის" ნარატივის გამოყენებას აგრძელებს და ამტკიცებს, რომ რუსეთში ყველაფერი კარგადაა და "ყველაფერი გეგმის მიხედვით" მიდის".  - ნათქვამია მიმოხილვაში.

კომენტარები