საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ირაკლი ქარქაშაძე: EASYJET საქართველოს ავიაბაზრის შესწავლის პროცესშია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაროკოს ქალაქ ტანჟერში რიგით მე-19 საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 დაიწყო, სადაც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი მონაწილეობს. 

ღონისძიება ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ გახსნა და დელეგატებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია EASYJET-თან გამართა. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ანალიზით არის დაკავებული.

"საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ის პირველსავე დღეს შევხვდით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიას. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისების არსებობა ლონდონთან პრიორიტეტულია. ვესაუბრეთ, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ. EASYJET საკმაოდ კარგად იცნობს უკვე ჩვენს ბაზარს და კონკრეტული დეტალებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების შესწავლის პროცესშია".-’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე.

ფორუმის პირველ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეხვედრებს Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Saudia Airlines-თან და ნეაპოლის აეროპორტთან გამართავს.

კომენტარები