უკრაინაში ვიზიტს რაც შეეხება, არის სამწუხარო ვითარება ჩამოყალიბებული - არის უკრაინელი ხალხი და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული, მათ შორის, უკრაინელი ხალხის ობიექტური ნების წინააღმდეგ. როდესაც ისინი ქართველ ხალხს, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, როდესაც სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება და როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი.
ქართული ოცნება
კობახიძე უკრაინაზე: როცა ტყუილებს ავრცელებენ, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია
tbl.ge/6a1m
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე - 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიიწვიეს, თუმცა მმართველი პარტია წასვლაზე უარს ამბობს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




