ქართული კინო

ალექსანდრე კობერიძის ფილმი გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა

Befunky

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? კიდევ ერთი კინოჯილდო მოიპოვა. ქართულ-გერმანული სურათი გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთესოდ დაასახელა. 

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? კიდევ სამ ჯილდოზე იყო წარდგენილი: საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო მონტაჟი.

გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია გამორჩეულ ფილმებს 60 წელზე მეტია აჯილდოებს.

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ  პირველი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში მოხვდა და ამავე ფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა. ფილმი ასევე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

 

კომენტარები