რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთს არ აქვს საკმარისი რეზერვი ლუგანსკის ოლქში შეტევის გასაძლიერებლად

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 თებერვლის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის შეტევის ძირითადი ეტაპი ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს, მაგრამ მათ არ აქვთ რეზერვები ამ შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად.

"რამდენიმე კრიტიკული სატანკო შენაერთის არარსებობა მიუთითებს იმას, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ მცდელობებს აღჭურვილობის, განსაკუთრებით ტანკების შესაცვლელად, რომელიც იყო წინა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების დროს დაკარგეს". – წერია ანგარიშში.

ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს რეზერვში ჯერ კიდევ ჰყავთ რამდენიმე მექანიზებული ქვედანაყოფი, მაგრამ ამ შეზღუდული რეზერვების მიწოდებამ ლუგანსკის ოლქის ფრონტზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვეთრად შეცვალოს მიმდინარე შეტევის კურსი.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის შეტევა დიდი ალბათობით გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შეიძლება დროებით წინსვლასაც მიაღწიონ არსებული რეზერვების გამოყენებით. თუმცა, ანალიტიკოსების განმარტებით, რუსული სამხედრო ძალები მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

კომენტარები