ქართული კრიმინალური დაჯგუფება

მადრიდსა და ალკობენდასში 25 წევრისგან შემდგარი ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

მადრიდსა და ალკობენდასში 25 წევრისგან შემდგარი ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

როგორც ესპანური მედია აღნიშნავს, სპეცოპერაცია ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები 7 ადგილას ჩატარდა, ამოღებულია ძვირადღირებული საათები, სამკაულები, მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ლეპტოპები და მუსიკალური ინსტრუმენტები. ოპერაციის შედეგად პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება 2022 წლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მადრიდსა და ალკობენდასში მომხდარი რამდენიმე ქურდობა ერთმანეთს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, კრიმინალური დაჯგუდების სხვა წევრებიც დააკავონ. 

კომენტარები