აქცია მოლდოვაში

მომიტინგეები მოლდოვაში: ჩვენ გვინდა, რუსეთის ნაწილი ვიყოთ

19 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მოლდოვის პრორუსული პარტიის, სორის მიერ ორგანიზებული აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი სიღარიბესა და ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ გარემოს აპროტესტებს. 

"სასაცილოები ვართ – მთავრობა დაგვცინის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოთხი ან ხუთი შვილი ჰყავთ, რომლებსაც ფაქტობრივად არაფერი აქვთ საჭმელი. როდესაც ეს მთავრობა ავირჩიეთ, ხელფასების და პენსიების გაზრდას გვპირდებოდნენ, მაგრამ ჯერ ერთი გროშიც არ გვინახავს". - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთი ქვეყანაში დივერსანტების გაგზავნას გეგმავს, რათა პროდასავლური მთავრობა დაამხოს. 

რუსეთმა საპასუხოდ თქვა, რომ ეს ბრალდება მოლდოვის ხელისუფლების მცდელობაა, ყურადღება გადაიტანოს საკუთარი სოციალური და ეკონომიკური წარუმატებლობისგან.

გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების გამო პროტესტი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. წინა კვირას გამართულ საჯარო ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ენერგეტიკული კრიზისის გზით ცდილობდა, რასაც, მისივე თქმით, "მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და ძალადობრივი საპროტესტო აქციები" მოჰყვებოდა. 

"ძალიან ნათელია, რომ რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა". - თქვა მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, როსიან ვასილოიმ. მისი თქმით, საფრთხე 24 თებერვლიდან არსებობდა, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ახლა სხვანაირად არის; ეს არის მოლდოვის შიდა და გარე საფრთხეების ნაზავი". 

სანამ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, მას სჯერა, რომ საფრთხეები უფრო დაბალია. "თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი მოლდოვაა, მაგრამ მე არ მეშინია". - თქვა მან. 

კომენტარები