აქცია მოლდოვაში

მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ათიათასობით დემონსტრანტი მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ ისინი აგებენ პასუხს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე. მომიტინგეები ხელისუფლებას კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ. აქციის ორგანიზატორია პლატფორმა ღირსება და სიმართლე.

დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არაუგვიანეს 2016 წლის მარტამდე ითხოვენ. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები, შესაძლოა, უვადოდ გაგრძელდეს.

მეორე ანტისახელისუფლებო აქცია კი პროკურატურასთან მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორი პარტია მოლდოვა - ჩვენი სახლია. ცოტა ხნის წინ პროკურატურის შენობასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

კომენტარები